LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირმა სოხაძე: “გაგიჟებას ვართ, რაც ეს ძმათამკვლელი და ბავშვთამკვლელი გამძვინვარებული ომი მიმდინარეობს, ტყუილების ომი, თუ არავინ გვესვრით, არ ვესვრითო-ანუ ეს ბავშვებიც ესროდნენ?”

297
BeFunky-collage

მომღერალმა ირმა სოხაძემ რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.

ამის შესახებ სოხაძემ ვახო ხომიზურაშვილის გადაცემაში „თავისუფალი სივრცე“ ისაუბრა.

მომღერალმა მიმდინარე ომს „ტყუილების ომი“ უწოდა.

„ყველა გავგიჟდით უკვე ისეთ მდგომარეობაში ვართ.

ძმათამკვლელი და ბავშვთამკვლელი გამძვინვარებული ომი მიმდინარეობს.

თან იცით როგორი ომი? ტყუილებით სავსე.

იმ დღეს პუტინის პრესმდივანს, პესკოვს ვუსმინე, CNN-თან ჰქონდა ინტერვიუ…

უსინდისობას და ტყუილებს ეტყობა საზღვარი არ აქვს.

იცით რაები ილაპარაკა?

ეკითხებიან, რა გინდათ მარიუპოლთანო და უპასუხა, ჩვენ თუ არავინ გვესვრის, ჩვენ არავის ვესვრითო.

ის ბავშვები, ვინც დაიხოცა და დაშავდა, ეტყობა ესროდნენ…ქალები სნაიპერები იყვნენ…

აი არც ვიცი ამას რა ჰქვია, ტყუილიც აღარ არის.

ყველაფერზე წამსვლელები არიან, შეუძლიათ თეთრზე გარწმუნონ, რომ შავია,“ – აღნიშნა ირმა სოხაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g