ირპენში პოლიციის სპეცოპერაცია მიმდინარეობს, ქალაქი გათავისუფლდა რუსული ჯარებისგან – ინფორმაციას ამის შესახებ იუწყება უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო.
“უკრაინის ეროვნული პოლიციის თანამშრომლები ადგილზე მუშაობენ ტერიტორიული თავდაცვის დანაყოფებთან, მაშველებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან კოორდინირებულად.” – აცხადებს კიევის ოლქის პოლიციის უფროსი, ანდრეი ნებიტოვი.
„ძალიან მნიშვნელოვანია ყველა სახლში შესვლა, რადგან გვესმის, რომ ადამიანები შესაძლოა მოჰყვნენ ნანგრევების ქვეშ.
ბინებში იყვნენ მარტოხელა მოხუცები, რომლებიც, სამწუხაროდ, დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდებიან.
ჩვენ ვამოწმებთ იმ მოქალაქეების ცხედრებს, რომლებიც, სამწუხაროდ, დაიღუპნენ, გადავიყვანთ მორგში სასამართლო ექსპერტიზის ჩასატარებლად და შემდგომ დასაკრძალავად. ჩვენი მთავარი ამოცანაა გადავარჩინოთ ქალაქში დარჩენილი ხალხი“, – განაცხადა ანდრია ნებიტოვმა.
სამხარეო პოლიციის უფროსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამართალდამცავები და მაშველები ამ წუთებში ქალაქს ასაფეთქებელი ნივთიერებისგან წმენდენ.
„ასაფეთქებელი ნივთიერებების ტექნიკოსები მუშაობენ საშიში ობიექტების აღმოსაჩენად.
ვვარაუდობთ, რომ ქალაქში კვლავ რჩება ძალიან დიდი რაოდენობით აუფეთქებელი საბრძოლო მასალა, რადგან საარტილერიო ჭურვებს შორის ხანგრძლივობა არ აღემატებოდა 20 წამს,“ – თქვა მან.
ასევე ანდრეი ნებიტოვის განცხადებით, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია ქალაქში კომუნიკაციის აღდგენა.