LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ის, რომ ლევან ბერძენიშვილს არ აქვს სრულყოფილი ცოდნა ერეკლეს ეპოქაზე, არ ნიშნავს, რომ მას ლექციების კითხვა ავუკრძალოთ“ – ამირან გომართელი

645
BeFunky-collage (18)

ლევან ბერძენიშვილის მიერ ერეკლე მეორეს შესახებ გაკეთებულ განცხადებასა და შემდგომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილში გამოთქმულ სხვადასხვაგვარ მოსაზრებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ამირან გომართელი.

მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“ძვირფასო მეგობრებო, გავრცელდა ინფორმაცია, რომ გროვდება ხელმოწერები, რათა ლევან ბერძენიშვილს ლექციების კითხვა აეკრძალოს. არ ვიცი, ვის თავში დაიბადა ეს სისულელე.

არც იმას გამოვრიცხავ, რომ ეს შემოგდებული თემა იყოს, რათა მერე ფსევდოლიბერალებმა იძახონ, რა ბნელეთია ეს საქართველო.

ის ფაქტი, რომ ლევან ბერძენიშვილს არ აქვს სრულყოფილი ცოდნა ერეკლეს ეპოქაზე ან გარკვეულ პოლიტიკურ კლანს აწონებს თავს ერეკლესათვის მოღალატის შერქმევით, არ ნიშნავს, რომ მას ანტიკური ლიტერატურის შესახებ ლექციების კითხვა ავუკრძალოთ.

საზოგადოებამ, რომელიც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას აღიარებას, არც ლევან ბერძენიშვილის დასჯა უნდა მოითხოვოს და არც იმ კაცისა, რომელმაც თელავში საზოგადოებრივი ტუალეტის კარზე ლევან ბერძენიშვილის პორტრეტი გამოკიდა.

პროტესტის ამგვარი ფორმაც გამოხატვის თავისუფლებაა”, – წერს ამირან გომართელი.

ცნობისთვის, საზოგადოებაში მითქმა-მოთქმა მას შემდეგ არ წყდება, რაც ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა:

“ვიდ­რე ერეკ­ლე მე­ო­რე მო­ღალ­ტედ არ არის გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი, ღა­რი­ბაშ­ვი­ლი გა­მო­ვა და იკი­თხავს, – ომი გინ­და­თო? ერეკ­ლე მე­ო­რე­მაც ეგ თქვა, – აბა, ომი გინ­და­თო?..”

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g