LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისევ ემიგრანტები: 8 თვეში საქართველომ ფულადი გზავნილებით 1.5 მილიარდი დოლარი მიიღო

48
65e5e57fa54cb0eb18cf2e28b883cf5c

საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს ფულადი გზავნილების სტატისტიკას 2021 წლის აგვისტოს მდგომარეობით. უწყების ცნობით, 2021 წლის აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 204.9 მლნ აშშ დოლარი (638.6 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 11.2%-ით (20.7 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2020 წლის აგვისტოს ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94.4% იმ 20 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ აგვისტოში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 20 ქვეყანაზე გასული წლის აგვისტოში მთელი ფულადი გზავნილების 95.2% მოდიოდა.

ტოპ 5 ქვეყანა, საიდანაც ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა, შემდეგია:

  1. რუსეთის ფედერაცია – $262.4 მილიონი, ზრდა წინა წელთან 19%

  2. იტალია – $248.7 მილიონი, ზრდა წინა წელთან 35%

  3. აშშ – $185.5 მილიონი, ზრდა წინა წელთან 40%

  4. საბერძნეთი – $161.5 მილიონი, ზრდა წინა წელთან 18%

  5. ისრაელი – $121.4 მილიონი, ზრდა წინა წელთან 22%

აღსანიშნავია, რომ 2021 წლის აგვისტოში საქართველოდან საზღვარგარეთ 27.4 მლნ აშშ დოლარი (85.5 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2020 წლის აგვისტოს (23.1 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 18.7%-ით მეტია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები