LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისრაელი უკრაინას იარაღს არ გაუგზავნის, თუმცა ადრეული გაფრთხილების თავდაცვის სისტემების განვითარებაში დაეხმარება – ისრაელის თავდაცვის მინისტრი

43
Untitled design (6)

ისრაელის ხელისუფლება აცხადებს, რომ უკრაინას სამხედრო შეიარაღებას არ გაუგზავნის.

ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ბენი განცმა უკრაინული მხარის თხოვნის საპასუხოდ განაცხადა და მიზეზებზეც ისაუბრა.

ამასთან, განცმა აღნიშნა, რომ ისრაელს შეუძლია უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემების განვითარებაში დაეხმარება.

ეს გულისხმობს ისეთი სამოქალაქო ადრეული გაფრთხილების სისტემის შექმნას, რომელიც შემომავალი დარტყმების შესახებ აფრთხილებს:

„ისრაელი ახორციელებს უკრაინის მხარდაჭერის პოლიტიკას ჰუმანიტარული დახმარებითა დადა სიცოცხლის გადარჩენის სისტემებითა და თავდაცვითი აღჭურვილობით, თუმცა, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ისრაელი არ გადასცემს უკრაინას შეიარაღების სისტემებს სხვადასხვა ოპერატიული მოსაზრების გამო. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას ჩვენი შეზღუდვების ფარგლებში, როგორც ამას ვაკეთებდით აქამდე.

უკრაინის წარმომადგენლებთან საუბრის შემდეგ, დახმარების გაფართოებისა და სამაშველო აღჭურვილობის მიწოდების ფარგლებში, ჩვენ მივმართეთ იმ მონაცემებს, რომლებიც საშუალებას მოგვცემს დაგვეხმაროს ისეთი ჭკვიანი გაფრთხილების სისტემის მშენებლობასა და მიწოდებაში, როგორიც ისრაელშია.

ასეთ სისტემას ექნება უპირატესობა როგორც მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლის გადასარჩენად, ასევე განგაშის შესაბამის ტერიტორიებზე გასავრცელებლად“, – აღნიშნა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.

შეგახსენებთ, უკრაინულმა მხარემ ისრაელს 18 ოქტომბერს მიმართა და საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემა სთხოვა.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები