LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ისრაელმა სირაქლემას პოზიცია აირჩია“ – უკრაინის ელჩი ისრაელის ხელისუფლებას უზენაეს სასამართლოში უჩივის

181
BeFunky-collage (9)

უკრაინის ელჩი ისრაელში ევგენი კორნიჩუკი, ისრაელის ხელისუფლებას ისრაელის უზენაეს სასამართლოში უჩივის.

მიზეზი ლტოლვილების მიღების საკითხთან დაკავშირებით, ისრაელის მთავრობისა და კონკრეტულად შს მინისტრის, აიელეთ შაკედის პოზიცია გახდა.

„ასეა, ყველგან ვამბობ, რომ ისრაელმა სირაქლემას პოზიცია აირჩია, როგორც რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე, ასევე იარაღის მიწოდებაზე. განსაკუთრებით აღმაშფოთებელია ლტოლვილების მიღებაზე უარის თქმა.

გადაურჩა ბაბი იარს, ჰოლოკოსტის ყველა საშინელებას, მეჩვენება, რომ ისრაელის ხალხს უნდა ჰქონდეს სიბრძნე, რათა დაინახოს ნამდვილი ფაშიზმი რუსეთის აგრესიაში უკრაინის წინააღმდეგ.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისრაელის პრემიერ-მინისტრს მელიტოპოლის დატყვევებული მერის გათავისუფლებაში დახმარება სთხოვა

ვთხოვე დახმარება მელიტოპოლის დატყვევებული მერის და ადგილობრივი საზოგადო მოღვაწეების გათავისუფლებაში,

იმედი მაქვს, ისრაელის ხალხი თავისი დემონსტრაციებით, ქუჩის მარშებითა და პოლიტიკოსებზე ზეწოლით, შეძლებს შეცვალოს ისრაელის მთავრობის პოზიცია უკრაინის მხარდაჭერის საკითხთან დაკავშირებით.“– აცხადებს უკრაინის ელჩი.

თუ ცას არ დაკეტავთ, რუსული რაკეტები ჩამოვარდება ნატოს ტერიტორიაზე, ეს მხოლოდ დროის საკითხია – ზელენსკი

რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.

 

magti 5g