LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ISW: იზიუმის დაბრუნებამ ბოლო მოუღო პერსპექტივას, რომ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებზე რუსეთი სრულ კონტროლს მოიპოვებს

78
Untitled design (2)

ამერიკული ანალიტიკური ცენტრი, ომის შემსწავლელი ინსტიტუტი უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების შესახებ ვრცელ მიმოხილვას აქვეყნებს.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, უკრაინულმა ძალებმა რუსეთს დიდი ოპერატიული მარცხი მიაყენეს და სწრაფი კონტრშეტევის შედეგად თითქმის მთელი ხარკოვის ოლქი დაიბრუნეს.

გენშტაბი: უკრაინელებმა, ერთ დღეში, ოკუპანტებისგან 20-ზე მეტი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს

ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ვითარება უკრაინამ საკუთარი თავის სასარგებლოდ გამოიყენა, თუმცა აქვე აღნიშნავენ, რომ ამჟამინდელი კონტრშეტევა ომს არ დაასრულებს.

„რუსეთის ძალებმა განახორციელეს შეზღუდული სახმელეთო შეტევები ბახმუტისა და ავდიივკას რაიონებში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში, 11 სექტემბერს გამართულმა ბრიფინგმა დაადასტურა, რომ რუსული ძალები ტოვებენ ქალაქ ხარკოვის გარშემო დასახლებებს, ჩრდილოეთ ხარკოვის ოლქს და მდინარე ოსკილის დასავლეთ სანაპიროზე მდებარე დასახლებებს.

სოციალურ მედიაში გავრცელებულმა კადრებმა დაადასტურა, რომ უკრაინული ძალები შევიდნენ ვოვჩანსკში, გაწყვიტეს რუსული სახმელეთო საკომუნიკაციო ხაზები მაგისტრალის გასწვრივ და მიაღწიეს საერთაშორისო საზღვარს ხარკოვის ჩრდილოეთით.

ლოკაციური კადრები ასევე აჩვენებს, რომ უკრაინულმა ძალებმა 11 სექტემბერს დაამყარეს კონტროლი იზიუმსა და სამხრეთ-დასავლეთით მდებარე დასახლებებზე.

ზელენსკი რუსებს: გაზის გარეშე თუ თქვენ გარეშე? თქვენ გარეშე, სინათლის გარეშე თუ თქვენს გარეშე? თქვენ გარეშე, საჭმლის გარეშე თუ თქვენ გარეშე? თქვენ გარეშე

"სიცივე, შიმშილი, სიბნელე და წყურვილი ჩვენთვის არ არის ისეთი საშინელი და მომაკვდინებელი, როგორც თქვენი „მეგობრობა და ძმობა“.

უკრაინელი მებრძოლები, სავარაუდოდ, გააგრძელებენ კონტრშეტევით ოპერაციებს ხერსონის ოლქში“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ომის შემსწავლელი ინსტიტუტი რუსეთის მობილიზაციასა და ძალების განახლებაზეც ამახვილებს ყურადღებას:

„რუსეთის ხელისუფლება აგრძელებს საბრძოლო ძალაუფლების ამოღებას სხვადასხვა წყაროდან უკრაინაში ოპერაციების მხარდასაჭერად.

უკრაინის ბოლო კონტრშეტევის წარმატებამ, სავარაუდოდ, ხელი შეუწყო რუსეთის განცხადებას, რომ ანექსიის რეფერენდუმი განუსაზღვრელი ვადით გადაიდება.

უკრაინის მიერ იზიუმის დაბრუნებამ დაასრულა პერსპექტივა, რომ რუსეთს შეეძლო დონეცკის ოლქში დასახული მიზნების შესრულება. აპრილის დასაწყისში კიევიდან უკან დახევის შემდეგ, რუსეთის გაცხადებული მიზანი იყო ლუგანსკის და დონეცკის ოლქების სრული დაკავება“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

უკრაინაში მიმდინარე  მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g