LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიასთან ფრენები არ შეწყდება

308
BeFunky-collage (8)

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრში პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც ცენტრის ხელმძღვანელმა საზოგადოებას კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობაზე მიაწოდა ინფორმაცია. ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში ვირუსის ფართოდ გავრცელების საშიშროება არ არსებობს, თუმცა ქვეყანა მზად არის ნებისმიერი გამოწვევისთვის.

ამ დროისათვის, ინფექციურ საავადმყოფოში კიდევ 10 მოქალაქეს აკვირდებიან. ლუგარის ლაბორატორიის პასუხი დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი.

ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში 4 მთავარი საავადმყოფოს ინფექციური განყოფილება იღებს პაციენტებს და 124 შესაბამისი აღჭურვილობის პალატაა მზად, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში დამატებით ბოქსირებული ოთახების განთავსებას არ გამორიცხავენ.

ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს: რამდენი პაციენტი იმყოფება ინფექციურში და ვინ არიან ისინი

ამასთან, დღევანდელ ბრიფინგზე გამყრელიძემ განმარტა, რომ იტალიასთან ფრენების შეწყვეტის აუცილებლობა არ დგას. მისივე თქმით, იტალიას მძლავრი ჯანდაცვის სისტემა აქვს და ამ ეტაპისთვის კორონივურსთან გამკლავებას ახერხებს, გამომდინარე აქედან, იტალიასთან საზღვრის ჩაკეტვა მიზანშეწონილი არ არის.

“იტალიის ჯანდაცვის სისტემა არის ძალიან მძლავრი, გარდა ამისა ეს შემთხვევები კონცენტრირდება ჩრდილოეთ იტალიაში. ამასთან საქართველოში შემომსვლელი ყველა ადამიანის გამოკითხვა ხდება, თუ საიდან მოდიან ისინი და იმ შემთხვევაში თუ ადამიანი იტალიიდან მოდის, მას ეძლევა გარკვეული რეკომენდაციები. გარკვეულ შემთხვევაში თვითიზოლაციის რეკომენდაციებიც გაიცემა. რაც შეეხება უშუალოდ ფრენების შეწყვეტას, ამ ეტაპზე ამის საჭიროება არ არის”, – განაცხადა გამყრელიძემ.

რაც შეეხება საქართველოში ვირუსის შემოსვლის გზას, გამყრელიძე მიიჩნევს, რომ მთავარი საფრთხე კვლავ ირანია.

Wizz Air იტალიის მიმართულებით ფრენებს აჩერებს

ავიაკომპანია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას მოგვიანებით გააკეთებს

magti 5g