LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივანე ჩხაიძე: „დელტა ვარიანტი დღეს განიხილება ბოლო ასწლეულის განმავლობაში ყველაზე აგრესიულ რესპირაციულ ვირუსად”

344
1453331359

„დელტა ვარიანტი დღეს განიხილება ბოლო ასწლეულის განმავლობაში ყველაზე აგრესიულ რესპირაციულ ვირუსად, რომელმაც განაპირობა ასეთი მაღალი სიკვდილიანობა, მაღალი მიმართვიანობა.”-ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მე-4 ტალღა, რომელიც საქართველოში უფრო მძიმე აღმოჩნდა ვიდრე მესამე და მეორე.

„ეს ხდება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. მე-4 ტალღა, რომელიც საქართველოში უფრო მძიმე აღმოჩნდა ვიდრე მესამე და მეორე, ამ ტალღის შესაბამისი ეპიდემიოლოგიური ვითარებაა ძალიან ბევრ ქვეყანაში. სამწუხაროდ ბრძოლის გზები მინიმალურია. მსოფლიოს არ გვაქვს ეფექტური ანტივირუსული საშუალება. ერთადერთი გზა რაც გვაქვს არის ეფექტური ეპისდსაწინააღმდეგო ღონისძიებების მკაცრი შესრულება და მეორე მექანიზმი, რაც საქართველოში ბოლო კვირებში აქტიურად გამოიყენება, ეს არის მასობრივი იმუნიზაცია“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ “ქრონიკასთან.”

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g