LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივანე ჩხაიძე: წლის ბოლოსთვის, იმ ქვეყნებში, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებელი მაღალია, კორონავირუსი იქნება ისეთი ვირუსი, როგორც გრიპი

335
BeFunky-collage (71)

კორონავირუსის განვითარების რა სცენარები განიხილება და როგორია მოლოდინი – საკითხზე “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა”  იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ ისაუბრა.

მისი განცხადებით, “საუბარი ნამდვილად არ არის იმაზე, რომ კორონავირუსი გაქრება და საერთოდ აღარ იქნება”, თუმცა ივანე ჩხაიძის პროგნოზით, უკვე 2022 წლიდან, მსოფლიოს გარკვეულ ნაწილში, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებელი მაღალია, კორონავირუსი აღარ იქნება საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი საფრთხის შემცველი.

“საუბარია იმაზე, რომ კორონავირუსი იქნება ენდემური ვირუსი, რაც პირველ რიგში გულისხმობს ვირუსს, რომ [რომ წარმოვიდგინოთ] ის გახდება ჩვენთვის კარგად ნაცნობი გრიპის ვირუსი, რაც გულისხმობს მის ყოველწლიურად გააქტიურებას – ეს არის ის სცენარი, რომელზეც პანდემიის დასაწყისიდანვე საუბრობენ და  ეს არის ის მოლოდინი, რომელიც ენტონი ფაუჩის აქვს. ასე, რომ იმის შესახებ, რომ  აღარასოდეს იქნება კორონავირუსი, რა თქმა უნდა არასწორია. მაგრამ ის, რომ პანდემიისათვის დამახასიათებელი შემთხვევების მატება, აფეთქებები და ტალღები აუცილებლად გაქრება -ეს მეორე მხარეა.

ასე რომ ჩვენი მოლოდინი არის, ის, რომ 2023 წლისთვის მსოფლიოს ყველა ქვეყანაში და შესაძლებელია უკვე 2022 წლიდან, მსოფლიოს გარკვეულ ნაწილში, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებელი მაღალია, კორონავირუსი აღარ იქნება საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი საფრთხის შემცველი და წლის ბოლოსთვის ის იქნება ისეთი ვირუსი, როგორც გრიპი და როგორც ასეთ დროს ვიცრებით ყოველწლიურად, ჩვენივე უსაფრთხოებისთვის- ეს არის ის მოლოდინი, რომელიც პირველ რიგში ყველა სპეციალისტს აქვს”, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

რაც შეეხება კოვიდ-19-ის გავრცელების მაღალ მაჩვენებელს, ივანე ჩხაიძე ამბობს, არცერთი ქვეყანა არ აფიქსირებს იმას, რომ ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევები ზუსტად ასახავს ვირუსის რეალურ გავრცელებას.

“რაც არ უნდა განვითარებული და მდიდარი ქვეყანა იყოს, მოსახლეობის გარკვეულ რაოდენობაში ვირუსს უსიმპტომო მიმდინარეობა აქვს ან არ თვლის რომ მისი სიმპტომები ტესტის გაკეთებას საჭიროებს, შესაბამისად, ის რეალურ სტატისტიკაში არ ხვდება.

ასეთივე ვითარებაა ჩვენთანაც, თუმცა გავრცელებული მოსაზრებას რომ ინფიცირებულთა რაოდენობა ლაბორატორიულად დადასტურებულს 3-ჯერ აღემატება ჩვენს ქვეყანაში -ასე არ ვფიქრობ, არ ვიზიარებ, არ ვემხრობი.

რაც შეეხება იმას, 220 ათასზე მეტი აქტიური შემთხვევა არის თუ არა მიმანიშნებელი პირველ რიგში, პანდემიის პიკის დაღმავალი მრუდის დაწყებისა, უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი მოცემულობა. 2022 წლის 2 თებერვალს დაფიქსირებული 26 თასზე მეტი შემთხვევა არის ჯერჯერობით საქართველოსთვის მაქსიმუმი და გვაქვს მოლოდინი, რომ შესაძლებელია სწორედ ეს მაჩვენებელი იყოს ჩვენთვის პიკი, რადგან მომდევნო დღეებში ჩვენ ვხედავთ შემთხვევების შემცირებას, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს წარსული გამოცდილება, როცა პიკურ მაჩვენებლის შემდეგ, შემთხვევების შემცირებას მაშინვე მოჰყვა კიდევ ერთი ტალღა.

ჩვენთვის რა თქმა უნდა, საუკეთესო სცენარია თუ მე-6 ტალღის პიკმა გადაიარა და დაღმავალ მრუდზე ვართ, ამაზე პასუხს მომდევნო 1 კვირა გაგვცემს, თუ მომდევნო სამშაბათს ინფიცირების მაჩვენებელი იყო არა უფრო მეტი ვიდრე 26 ათასი, შეგვეძლება ვთქვათ რომ კორონავირუსის მე-6 ტალღა საქართველოში ჩამთავრების სტადიაშია”, – აღნიშნა “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა” ივანე ჩხაიძემ.

24 444 დაინფიცირებული და 53 გარდაცვლილი – განახლებული კოვიდსტატისტიკა

ცნობისთვის, აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორმა ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ კორონავირუსის აღმოფხვრა შეუძლებელია, თუმცა აქვე იმედოვნებს, რომ დადგება დრო, როდესაც ადამიანების საკმარისი რაოდენობა ვაქცინირებულები იქნებიან და კოვიდშეზღუდვები წარსულს ჩაჰბარდება.

 

mazda magti 5g