LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ივანიშვილმა ზღვა რეზიდენციამდე მიიყვანა“ – შეკვეთილში აქციებს ვეღარ გამართავენ

1142
67874707-2395040293894512-2734877647577284608-o

ბიძინა ივანიშვილმა ზღვა მის საკუთრებამდე მიიყვანა, ფაქტობრივად, მის ჭიშკრამდე და ადამიანებს უკრძალავს აქციის გამართვას – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

გარდა ამისა, მონიტორინგის ცენტრ მედიატორის თავმჯდომარემ დიმიტრი ბიძინაშვილმა, გაავრცელა ფოტოები სადაც ჩანს, თუ რამდენად ახლოსაა ზღვა მისული ივანიშვილის რეზიდენციამდე.

 

გთავაზობთ ფოტოებს, თუ რა ხდებოდა მანამდე ამ ტერიტორიაზე:

 

გარდა ამისა, ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი მის სახლთან მისასვლელ გზას ყიდულობს. როგორც მან განაცხადა ეს გზა იუსტიციის სამინისტრომ არასასოფლო-სამეუნეო მიწის ნაკვეთად დაარეგისტრირა და სარეალიზაციოდ მოამზადა.

მისი თქმით, თეა წულუკიანის უწყებამ 27 წუთში დაარეგისტრირა სავალი გზა მიწის ნაკვეთად, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის დაისაკუთრებს.

ხაბეიშვილმა აღნიშნა, რომ ივანიშვილი საქართველოში უკვე ფლობს  40 მილიონ კვმ-ზე მეტ მიწის ნაკვეთს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები