LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯაღმაიძე “და ჩვენ ვიცეკვეთ-ზე“: ეკლესიის წინააღმდეგ კვლავ ატყდება ისტერია

292
BeFunky-collage (1)

,,უახლოეს დღეებში ეკლესიის წინააღმდეგ კვლავ ატყდება ისტერია იმის გამო, რომ ჩვენ ვიცით, რამდენიმე კინოთეატრში უნდა გავიდეს ფილმი, რომელიც გადაიღეს გეი წყვილის სიყვარულზე, რომელიც ქართული ფასეულობების, ქრისტიანულ ფასეულობების კიდევ ერთი დაკნინების მცდელობაა,”- ამის შესახებ საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა მამა ანდრია ჯაღმაიძემ ტვ პირველის ეთერში განაცხადა.

ჯაღმაიძე ამბობს, რომ აღნიშნული ფილმის ჩვენებას ეკლესიის მხრიდან დიდი პროტესტი მოჰყვება.

,,ეს გახდება მიზეზი, ეკლესიაზე ახალი შეტევის. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ზოგადად, ეკლესიას სულ აქვს საბრძოლველი,“ -განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

https://www.facebook.com/tvpirveli/videos/594255717978604/?__xts__[0]=68.ARAireElRJ22jn9Sgk0dUR6Ctfkt0sE9BbrTcSQxEhWuvDc1wmSEhTEgHmaomNGteytHBtwUQFGz1wAojUmXZqkmsJffvi2RRhlIE5K6W9AwjBMIinGSgMrfB1iqzQMczMRcmucV5FkAxI4zxE6Bq1tHVf0G1YYO7i8c-tVA_mljsjUGANp6LtjFpl69UIPSu8hPxGkMOrzTMoDKclNYYibATKV_pLZOTpDqCi5Eaq2g7WYi_bNNVFh52o8E3H6RaIr0o_YCW6BQ3upQ2yvvG_eizBndIcGxNFHSODiiOzzJ-Rh0jTnVppvBIvpMEUZMpyLmL7SocFxjosQan-cx0w1UUk-YwYjRtXk&__tn__=-R

„და ჩვენ ვიცეკვეთ“ – ქართულ-შვედური კოპროდუქცია, ფილმი, რომელიც შვედეთმა „ოსკარის“ პრეტენდენტად დაასახელა, უკვე არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია. საქართველოში პროდიუსერებმა ფილმის წინასაოსკარე კამპანიისთვის საკმაოდ მწირი თანხის შეგროვება შეძლეს.

„და ჩვენ ვიცეკვეთ“ ქართული პრემიერისთვის ემზადება - თითქმის ყველა ბილეთი გაყიდულია

„და ჩვენ ვიცეკვეთ“ - ქართულ-შვედური კოპროდუქცია, ფილმი, რომელიც შვედეთმა „ოსკარის“ პრეტენდენტად დაასახელა, უკვე არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია

ფილმის პროდიუსერი ქეთი დანელია ქართული პრემიერის წინ ,,ფორტუნასთან” აღნიშნავს, რომ საქართველოს კულტურის სამინისტროს ორჯერ მიმართა დასახმარებლად, როცა შემოქმედებით ჯგუფს საერთაშორისო ფესტივალებზე გასამგზავრებელი თანხა სჭირდებოდა, თუმცა მათ ორივე შემთხვევაში უარი უთხრეს.

“ეს არის ლგბტ პრაიდის პროვოკაცია” – სანდრო ბრეგაძე ქართულ-შვედური ფილმის კინოთეატრებში გაშვებას გააპროტესტებს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები