LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჯამი ჭურჭელია.. სულ ბიძინას მონას მეძახიან“ – ხაბეიშვილთან ინტერვიუს შემდეგ, ინგა გრიგოლია კრიტიკოსებს პასუხობს

105
ინგა გრიგოლია ხაბე

22 ნოემბერს „ტვ პირველის“ გადაცემას „რეაქცია“  „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი სტუმრობდა.

როგორც ირკვევა, წამყვანის ინგა გრიგოლიას შეკითხვებმა მაყურებელთა ნაწილში არაერთგვაროვანი შეფასება გამოიწვია.

„სულ ბიძინას მონას მეძახიან“, – აღნიშნავს ინგა გრიგოლია სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელებული პოსტის კომენტარში.

ტელეწამყვანი კრიტიკული კითხვების გამო განმარტებას აკეთებს:

„ჯამი ჭურჭელია.. ჟურნალისტის საქმე კითხვების დასმაა…. პოლიტიკოსის საქმე ამ კითხვებზე პასუხია (ბამბებში და ტკბილ საუბრებში შეფუთული პოლიტიკოსი რად გინდათ)?

ვინც ხაბეიშვილთან წუხანდელი კრიტიკული ინტერვიუთი გაღიზიანდით, შეგიძლიათ, ნახოთ ერთი თვის წინანდელი ინტერვიუ მელიასთან. ნუ შამჭამეეეთ!!“. – წერს ინგა გრიგოლია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები