ბრიტანული პროზის ერთ-ერთმა ყველაზე გონებამახვილმა წარმომადგენლმა ჯეინ ოსტინმა, ლიტერატორებთან ერთად, რეჟისორებიც მრავლად მოხიბლა, რომლებიც სიამოვნებით აცოცხლებენ მის არაჩვეულებრივ სამყაროს ეკრანზე.
fortuna.ge გთავაზობთ ჯეინ ოსტინის 5 საუკეთესო ეკრანიზაციას:
„სიამაყე და ცრურწმენა“ (Pride & Prejudice, 2005) – ჯო რაიტის ეკრანიზაცია, რომელშიც აქცენტი მე-18 საუკუნის ბრიტანული საზოგადოების ცხოვრების წესსა და თავისებურებებზე გაკეთდა, ისტორიული სიუჟეტების მოყვარული კირა ნაიტლის საუკეთესო ნამუშევრად იქცა.
„გრძნობა და გონება“ (Sense and Sensibility, 1995) – ენგ ლის არაჩვეულებრივი ადაპტაცია, რომელიც ემა ტომპსონის სცენარის მიხედვით შეიქმნა, რომანტიკული კინოს საუკეთესო ნიმუშია, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ფილმმა უამრავი პრესტიჟული პრიზი, მათ შორის BAFTA-ს, „ოსკარის“ და „ოქროს გლობუსის“ რამდენიმე პრემია და ნომინაცია დაიმსახურა.
„ბრიჯიტ ჯონსის დღიური“ (Bridget Jones’s Diary, 2001) – შესაძლოა ბევრმა არ იცის, რომ ჰელენ ფილდინგის რომანი სწორედ ჯეინ ოსტინის „სიამაყისა და ცრურწმენის“ მოტივებზე შეიქმნა და ელიზაბეტის და მისტერ დარსის ისტორიის ოდნავ სახეცვლილი თანამედროვე ვერსიად იქცა.
„ემა“ (Emma, 1996) – ჯეინ ოსტინის უკანასკნელი რომანის ეკრანიზაციაში რეჟისორმა დუგლას მაკგრანტმა მეტად გონებამახვილურად აღწერა პატარა ქალაქის ცხოვრება და მთავარი პერსონაჟების ურთიერთობა.
„გახდე ჯეინი“ (Becoming Jane, 1996) – არაჩვეულებრივი რომანების მრვალაგზის ეკრანიზების შემდეგ, რეჟისორმა ჯულიან ჯაროლდმა თავად ჯეინ ოსტინის ისტორიის მოთხრობა გადაწყვიტა და მაყურებელს ახალგაზრდა ქალის ისტორია მოუთხრო, რომელიც მწერლის კარიერასა და საყვარელ მამაკაცთან შეუღლებაზე ოცნებობს.