მსახიობ ილო ბეროშვილის მეუღლე, ასევე მსახიობი ანი ბებია ორსულადაა. ამის შესახებ ანიმ ვიდეო მიმართვაში თქვა.
“მეგობრებო, მინდა სასიხარულო ამბავი მინდა გაგიზიაროთ, ჯერის მალე დაიკო ან ძამიკო ეყოლება, ორსულად ვარ”, – ამბობს ანი ბებია ვიდეო მიმართვაში.
წყვილს 2 წლის წინ პირველი შვილი შეეძინა, რომელსაც ჯერი დაარქვეს. ულამაზესი ბიჭუნა, რომელიც დედასაც ჰგავს და მამასაც, მშობლებს ძალიან ჰყავს განებივრებული. ანი ხშირად აზიარებს ოჯახთან ერთად გადაღებულ ფოტოებს.