LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯილ ბაიდენი „კალცედონიას“ 15 დოლარიან კოლჰოტში – პირველი ლედის ,,ლუქს” მოდის ექსპერტები აფასებენ

659
jilbaiden

ამერიკის პირველი ლედის ჯილ ბაიდენის ჩაცმულობა, რომლითაც ის მერილენდის აეროპორტში გამოჩნდა, მედიის განხილვის თემა გახდა. 69 წლის ბაიდენი პიჯაკსა და ტყავის მინი-ქვედაბოლოში იყო გამოწყობილი. ყველაზე დიდ ყურადღებას კი პირველი ლედის კოლჰოტი იქცევდა, რომელიც ბაიდენმა „კალცედონიას“ კოლექციიდან შეარჩია. მოდის ექსპერტებმა ისიც გაარკვიეს, რომ ეს კოლჰოტი ინტერნეტში 15 დოლარი ღირს.

ზოგადად, ჯილ ბაიდენი ცნობილია თავისი აკადემიური სტილით, ამიტომ ეს გარდასახვა ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.  მოდის ექსპერტები წერენ, რომ ჯილ ბაიდენი ყოველთვის ღიაა სიახლეებისთვის და თამამად აკეთებს ექსპერიმენტებს, მათ შორის საკუთარ გარეგნობაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები