ჯილ ბაიდენმა უახლოეს მეგობარსა და ყოფილ პირველ ლედის, მიშელ ოაბამას საჩუქარი გაუგზავნა. მან მიშელ ობამას მიერ 2009 წელს დარგული ბოსტნეული ულამაზეს კალათაში მოათავსა და თეთრი სახლიდან მიშელს საჩუქრად გაუგზავნა. ამ ემოციური საჩუქრის ფოტო მიშელმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნა და დაწერა, „ჯილ მიყვარხარ, მადლობა“.
ბოსტნეული თეთრი სახლის უზარმაზარ ბაღში იყო დარგული და მას საგულდაგულოდ უვლიდნენ. მიშელ ოაბამამ ჯილ ბაიდენის ამ ჟესტს ემოციური და მეგობრული უწოდა.
ცნობილია, რომ ყოფილი და მოქმედი პირველი ლედი უახლოესი მეგობრები არიან.