LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯიშკარიანის დიაგნოზი – რის გამო მოხვდა ეჭვმიტანილი დეპუტატი საავადმყოფოში

1445
22496141-2038416009711649-8339846852880217326-o

ილია ჯიშკარიანის ექიმი გიორგი კორძახია საკრებულოს დეპუტატის დიაგნოზს ასახელებს. ექიმის თქმით, ეჭვმიტანილმა კლინიკას კორონალური სინდრომის გამწვავებით მიმართა. 

სექსუალურ ძალადობაში ეჭვმიტანილი ჯიშკარიანის სასამართლო პროცესი კლინიკაში გაიმართება

საკრებულოს წევრს ბრალად თანამშრომელზე სექსუალური და ფიზიკური ძალადობა ედება.

იმის მიუხედავად, რომ მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია, დიაგნოზის გამო, კლინიკამ სასამართლოს რეკომენდაციით მიმართა ჯიშკარიანს “ნიუ ჰოსპიტალსი” არ დაეტოვებინა.

სწორედ ამიტომ, დღევანდელი სასამართლო პროცესი სწორედ კლინიკაში მიმდინარეობს.

“დაგვჭირდა ახალი მედიკამენტის დამატება, რაც გახანგრძლივებულ ჰოსპიტალიზაციას განაპირობებს.

რაც შეეხება იმას თუ როდის დატოვებს კლინიკას, სავარაუდო თარიღად შემიძლია გითხრათ 2-3 დღე, მაგრამ  ახალი გარემოების შემთხვევაში, ჩვენი მიდგომა შეიცვლება. სასამართლოს მიმართ რეკომენდაცია იყო, რომ პაციენტი კლინიკის ტერიტორიაზე უნდა იყოს, რადგან ჰოსპიტალიზაციის პირობებში საავადმყოფოს დატოვების რეკომენდაციას ვერ გავცემდით”, – ამბობს ექიმი გიორგი კორძახია.

მოსამართლე არსენ კალატოზიშვილი “ნიუ ჰოსპიტალსში” უკვე მივიდა. ადგილზე იმყოფება ჯიშკარიანის ადვოკატი მარიამ კუბლაშვილიც.

ცნობისთვის, მოთხოვნის და საზოგადოებრივი ინტერესის მიუხედავად, ამ დრომდე ჯიშკარიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაჯაროება არ ხდებოდა.

 

მწვავე კორონარული სინდრომი გულის გვირგვინოვანი არტერიების უეცრად აღმოცენებული ბლოკირების – დახშობის შედეგია. გვირგვინოვანი სისხლძარღვების ანუ კორონარების დახშობა კლინიკურად არასტაბილური სტენოკარდიით ან მიოკარდიუმის ინფარქტით შეიძლება გამოვლინდეს. კონკრეტულად რომელი მდგომარეობა აღმოცენდება, დამოკიდებულია დახშობის გავრცელებასა და ლოკალიზაციაზე.

 

,,პროცესზე ბევრ რამეს ვიტყვით”- სასამართლო ჯიშკარიანის აღკვეთის ღონისძიებაზე ხვალ იმსჯელებს

შეგახსენებთ, თბილისის საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანს პროკურატურამ ბრალი 8 ოქტომბერს წარუდგინა. მას თანამშრომლის, თამთა თოდაძის მიმართ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჩადენილ სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას და ცემას ედავებიან (სსსკ-ის 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ 126-ე მუხლის პირველი ნაწილით). 

როგორ თამთა თოდაძე ჰყვება, ილია ჯიშკარიანმა ნასვამ მდგომარეობაში მასთან სექსუალური კავშირის დამყარება სცადა, მას შემდეგ კი, რაც ქალმა წინააღმდეგობა გაუწია, დეპუტატი ფიზიკურად გაუსწორდა.

როგორც დაზარალებული ყვება, შემთხვევა გასულ ორშაბათს, სამუშაო საათებში მოხდა, როცა ოფისში სხვა პირები არ იმყოფებოდნენ:

“კარიაული და ფეიქრიშვილი რომ წავიდნენ, რამდენიმე წუთის შემდეგ მეუბნებოდა მოდი ჩაგეხუტო და მალევე მივხვდი, რომ ეს არ იყო მეგობრული ჩახუტება. ვცდილობდი დამეღწია თავი – ვეუბნებოდი, ბატონო ილია, რას შვებით გამიშვით ხელი, რაზეც მისი პასუხი იყო, რატომ არ გსიამოვნებს? ამ დროს დავინახე მობილური ტელეფონი, და მოვატყუე რომ ვიღებდი ამ ყველაფერს. ეს რომ გაიგო ცდილობდა ტელეფონი წაერთვა. როგორც ჩანს, დაიჯერა რომ მართლა ვიღებდი. ამის შემდეგ მე გამეშვა და უშუალოდ ტელეფონზე გადაერთო, ამ ძიძგილაობაში დამაგდო ძირს და მცემა, ხელითაც შემეხო და ფეხითაც, ამის შემდეგ რამდენჯერმე დააგდო ტელეფონი. შემდეგ მეუბნებოდა, აბა სად არის შენი მტკიცებულებები? სად არის შენი ტელეფონი?”

საქმეში ჩაერთო სახალხო დამცველიც.

ომბუდსმენი დეპუტატის მიერ სავარაუდო სექსუალურ ძალადობაზე განცხადებას ავრცელებს

ჯიშკარიანი ბრალს არ აღიარებს და „ცრუ ბრალდებას“ უწოდებს.

პროკურატურა საკრებულოს ქართული ოცნების დეპუტატ ილია ჯიშკარიანის საქმეზე, რომელსაც თანაშემწე სექსუალური ძალადობის მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს, აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს ითხოვს.

თამთა თოდაძის უფლებადამცველები ამ ფაქტს აპროტესტებენ. ბაია პატარაია აცხადებს, რომ ეს უპრეცედენტო შემთხვევაა, როცა მძიმე დანაშაულზე პროკურატურა მოსამართლეს საშუალებას არ აძლევს, თავად მიიღოს გადაწყვეტილება.

დაზარალებულის ადვოკატი აღკვეთი ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენებას ითხოვს, რადგან აცხადებს, რომ ბრალდებულს მოწმეებზე ზემოქმედების შესაძლებლობა აქვს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები