ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ეხმაურება ოფიციალური მოსკოვის განცხადებას, იმის შესახებ, რომ ის უკრაინის დედაქალაქ კიევზე სამხედრო თავდასხმებს შეამცირებს.
როგორც ბაიდენი აღნიშნავს, აშშ დააკვირდება რუსეთის ქმედებებს.
“ვნახოთ, მე ეს არაფერს მეუბნება, ვიდრე არ დავინახავ როგორია მათი ქმედებები. ჩვენ ვნახავთ, შეასრულებენ თუ არა იმას, რასაც გვთავაზობენ, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.
როგორც თეთრი სახლის ლიდერმა აღნიშნა, რუსეთის წინააღმდეგ „ძლიერი სანქციები“ კვლავ შენარჩუნდება. ამასთან, აშშ გააგრძელებს უკრაინის სამხედრო დახმარებას.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში