ცნობილი ხდება, რომ კინოკომპანია „უნივერსალ ფიქჩერსი” ჯონ ლენონისა და იოკო ონის სიყვარულის ისტორიაზე ფილმს გადაიღებს. პროექტის რეჟისორი ჟან-მარკ ვალეა, რომელიც „ოსკარზე“ ნომინირებული „დალასის მყიდველთა კლუბის“ რეჟისორიცაა.

ფილმისთვის სცენარს „ოსკარის“ ნომინანტი ენტონი მაკარტენი დაწერს, პროდიუსინგს კი ნეიტან როსი ჩაიბარებს, რომელიც „ბითლზის“ ფანია. ფილმი ლენონის ცხოვრების რთულ ეტაპზე გვიყვება, როდესაც მას ბავშვობის ტრამვების დაძლევაში იოკო ონო ეხმარებოდა. ჯერ–ჯერობით უცნობია, რომელი მსახიობები განიხილებიან მთავარ როლებზე.

 

კატეგორიები: შოუბიზნესი

მსგავსი თემები