ჯორჯო არმანიმ დუბაიში თავისი ახალი სასტუმროს ქსელის გახსნის 10 წლის იუბილე აღნიშნა. იუბილეს აღსანიშნავად, „არმანის“ სასტუმროში გრანდიოზული ჩვენება გაიმართა სახელწოდებით GA One Night Only, სადაც Lok Models Managment-ის მოდელებმა, მაკო მაჭავარიანმა და ზინი ქაჯაიამ მიიღეს მონაწილეობა.
სააგენტოს ხელმძღვანელმა, ნინო ცქიტიშვილმა ჩვენებამდე ერთი დღით ადრე გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ზინი ქაჯაია ჯორჯო არმანის წინ დგას და დიზაინერისგან შეფასებებს ელის.
მოგვიანებით, სოციალურ ქსელში გამოჩნდა თავად ჩვენებაზე გადაღებული ფოტოები.
საინტერესოა ასევე ისიც, რომ ზინი ქაჯაიამ „Emporio Armani“-ს ბოლოდროინდელ კამპანიაშიც მიიღო მონაწილეობა და მისი კოლექციის ერთ-ერთი სახეც გახდა…
