ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი ჯოზეფ ბორელი რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს მოუწოდებს არ აღიაროს დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობა.
ბორელი მოუწოდებს პუტინს პატივი სცეს საერთაშორისო კანონს და მინსკის შეთანხმებებს.
პუტინი დონეცკის და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარებას აპირებს: კრემლი
“ჩვენ მოვუწოდებთ პრეზიდენტ პუტინს, პატივი სცეს საერთაშორისო კანონს და მინსკის შეთანხმებებს და ველით, რომ არ აღიარებს ლუგანსკის და დონეცკის ოლქის დამოუკიდებლობას” , – განაცხადა ბორელმა.
მისი განმარტებით, უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერ შემდგომ აგრესიას ექნება ძლიერი პასუხი ევროკავშირისგან.
„რუსეთმა შექმნა „ყველაზე დიდი საფრთხე ევროპაში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. დადგმული მოვლენები და ინფორმაციის მანიპულირება აშკარად მიზნად ისახავს უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ესკალაციის საბაბის შექმნას. ეს არის კლასიკური გზა. თქვენ ქმნით საბაბს სამხედრო ესკალაციისთვის“, – განაცხადა ბორელმა.