ჯულიეტა ვაშაყმაძე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას ნიკა გვარამია ავრცელებს.
“ჩვენი გაბუს და ჩვენი დათას და ქართული ჟურნალისტიკის დედა გარდაიცვალა.
დიდი ჯულიეტა ვაშაყმაძე აღარ არის”-წერს გვარამია.
საქართველოს ტელევიზიის დაარსების დღიდან, 1956 წლის 30 დეკემბრიდან, ჯულიეტა ვაშაყმაძე დიქტორად მუშაობდა, ხოლო 1968 წლიდან ტელეკომენტატორად. სხვადასხვა დროს მიჰყავდა საინფორმაციო, თეატრალური, კულტურული, სოციალური და სხვა სახის ტელეგადაცემები.
2013 წლის 30 დეკემბერს, საქართველოს ტელევიზიის დაარსების 57 წლისთავთან დაკავშირებით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ჯულიეტა ვაშაყმაძეს მთაწმინდის პარკში, თბილისის ანძის სიახლოვეს, საპატიო ვარსკვლავი გაუხსნა.
ჯულიეტა ვაშაყმაძე იყო საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის წევრი. 1996 წელს მიღებული აქვს ღირსების ორდენი. 1967 -საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება.