LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაცს, რომელმაც საახალწლო საჩუქრების სია და ფული დაკარგა, ყველაფერი უკან დაუბრუნეს

143
download

შობა სიკეთის კეთებისთვის საუკეთესო დროა. ამიტომ, როდესაც ვისკონსინის შტატში მცხოვრებმა მამაკაცმა ტროტუარზე ათასობით დოლარი და თან საახალწლო საჩუქრების სია ნახა, ბევრი არ უფიქრია და მაშინვე ჩანთის მფლობელის ძებნა დაიწყო.

სასიამოვნო ამბავი შტატის პოლიციის დეპარტამენტის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. ფულთან ერთად ჩანთაში რამდენიმე კონვერტი იდო და შიგნით საახალწლო საჩუქრების სია ეწერა.

„კეთილმა მპოვნელმა ყველაზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო და მაშინვე ჩვენ დაგვირეკა. ამ ადამიანთან ურთიერთობა ძალიან დიდი სიამოვნება იყო. ჩვენ მაშინვე გავაქტიურდით და ფულის მფლობელი ვიპოვეთ, რათა დღესასწაული არავის ჩაშხამებოდა. პატიოსანი მოქალაქე კი ადგილობრივი რესტორნის ვაუჩერით დავასაჩუქრეთ.“ – ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.

შედეგად ოჯახმა ფულიც და კონვერტებიც დროულად დაიბრუნა და მათ ბედნიერებას საზღვარი არ ქონდა.

აღსანიშნავია, რომ პოლიციის პოსტს ქსელში დიდი გამოხმაურება მოყვა.

„ძალიან სასიამოვნოა ასეთი ისტორიების მოსმენა. 2020 წელი ბევრი ტკივილის და სირთულის წელი იყო. ღმერთმა დალოცოს ის ადამიანები, ვინც ყოველთვის სინდისიერ გადაწყვეტილებებს იღებს.“ – ასეთია მომხმარებლების შეფასება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები