LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა მამულაშვილი კრიტიკოსებს პასუხობს: „მთავრობის დაფინასებულ კონცერტებს კარგად ესწრებით უფასოდ და მერე კომპებს მიუჯდეთ და გვაგინოთ, ესე არ გამოვა…“

1583
ლელა და მამულიჩა

კახა მამულაშვილი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც ახალხან ელლა წურწუმიას მიერ ბათუმში გამართულ კოცნერტს მოჰყვა. კადრებში ჩანს, რომ ღონისძიებას უამრავი ხალხი ესწრება, არ არის დაცული დისტანცია და დამსწრეებს არც პირბადეები უკეთიათ.

კახა მამულაშვილი წერს:

„ამას ვწერ პირველად და საბოლოოოდ.

პირველი პანდემია რომ დაიწყო, სახლში დაჯექითო და ვიჯექით მორჩილად, ყველანაირი დახმარების გარეშე…

ზაფხული იმუშავეთო, ღია სივრცეებშიო და ერთ თვეში, ისევ ჩაგვკეტეს და ისევ სახელმწიფო დახმარების გარეშე (შოუბიზნესს ვგულისხმობ).

მორჩილად ვასრულებდით ყველა რეგულაციას.

ახლა ისევ გავხსნეს, აღარ გაიკეთოთ პირბადე და ღია სივრცეში იმუშავეთო, ოღონდ უნდა აიცრათ, თუ არ გინდათ, რომ ჩაგკეტოთო და გაუფრთხილდეთ სხვის ჯამრთელობასო, რაც მთავარია, წავედით მთელი ოჯახი, და ავიცერით, ავცერი მთელი ბენდი, იმიტომ რომ გვემუშავა, და დღეს ხელს იშვერთ ზოგზოგიერთი ლელას კონცერტზე, რომ  ჩვენ ვართ დამნაშავე???

არ მიყვარს სხვისკენ ხელის გაშვერა და მაგალითების მოყვანა, რამდენი ხალხი სად დადის და რამხელა შეკრებებს ატარებენ, რა ხდება საზოგადოებრივ ტრანსპორტში და დიდ სუპერმარკეტებში, სტადიონზე, მიტინგებზე, რეგიონებში, რესტორნებში.

ტურისტები, ყალბი კოვიდპასპორტებით, უამრავი.

ბოდიში, ეს მე უნდა დავარეგულირო?

დავიწყო მეც ლანძღვა-გინება?

მოდით, ყველამ თქვენ თავზე აიღეთ პასუხისმგებლობა, რადგან სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს თქვენს უსაფრთხოებას, არ გინდათ აიცრათ, მარტო კონცერტი ყოფილა პრობლემა….

თან, კონცერტებზე და ქორწილებში იაროთ, მთავრობის დაფინასებულ კონცერტებს კარგად ესწრებით უფასოდ და  მერე კომპებს მიუჯდეთ და გვაგინოთ, ესე არ გამოვა…

ვინმეს თუ ჰგონია, რომ მე არ მეშინია, ძალიან ცდებით, და ამიტომ ავიცერი.

აიცერიიიით და თუ არ იცრებით, მაშინ დაგვანებეთ  ჩვენ თავი.

ჩვენი პროფესიააა ეს, ბოდიში, ჩვენც გვყავს ოჯახები და ბევრი პრობლემა, რომელსაც თავზე არავის არ ვახვევთ.

თქვენ ხო მუშაობთ? დადიხართ სამსახურებში, იღებთ ხელფასებს? შოუბიზნესი არ ვართ სახელმწიფო დოტაციაზე.

ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ!..“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები