კახოვკას ჰესის კაშხლის აფეთქების შედეგად დატბორილი დასახლებებიდან 40 000-მდე ადამიანის ევაკუაციაა საჭირო. ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილე ვიქტორია ლიტვინოვა იუწყება.
“უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 17 ათასზე მეტი ადამიანი ექვემდებარება ევაკუაციას, უკრაინის მთავრობამ უკვე დაიწყო ევაკუაცია. გარდა ამისა, უკრაინის მიერ უკონტროლო ტერიტორიაზე უნდა მოხდეს 25 ათასამდე ჩვენი მოქალაქეების ევაკუაცია, რომლებზეც საოკუპაციო “ხელისუფლება” საერთოდ არ ფიქრობს.
ზონაში, რომელიც დაიტბორა 80-მდე დასახლებული პუნქტი იყო. დაზიანდა და განადგურდა სახლები. კახოვკას არხი, რომელიც წყლით ამარაგებს ოკუპირებულ ბერდიანსკს, ზაპოროჟიესა და დნიპროპეტროვსკის რეგიონების დასახლებების უმეტესობას, შესაძლოა უწყლოდ დარჩეს”, – განაცხადა ლიტვინოვამ.