59 წლის ასაკში მომღერალი კაკული გურიელაშვილი გარდაიცვალა.
სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი შვილი ავრცელებს.
„დიდი მწუხარებით გატყობინებთ, რომ მამაჩემმა სული მიაბარა სამყაროს შემოქმედს,“ – წერს მიშელ გურიელაშვილი.
ცნობისთვის, მომღერალი მძიმე სენს ებრძოდა.