LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე ჩემთვის ღარიბაშვილია: დეკანოიძე “ოცნების” მერობის კანდიდატის წარდგენას ეხმაურება

182
ხატია დეკანოიძე

კახა კალაძე ჩემთვის უკვე ღარიბაშვილია – არანაირი განსხვავება არ არის კალაძეს, ღარიბაშვილს და მორგოშია-მახარაძეს შორის,- ამის შესახებ ფრაქციის „ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშიას” თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების” მხრიდან დედაქალაქის მერობის კანდიდატად კახა კალაძის წარდგენას გამოეხმაურა.

ამასთან, დეკანოიძის თქმით, მერობის საერთო კანდიდატზე ოპოზიციას კონსულტაციები დაწყებული აქვს და კვირის ბოლოს ცნობილი გახდება კანდიდატურის ვინაობაც.

დარწმუნებული ვარ ოპოზიცია შეთანხმდება საერთო კანდიდატზე. კონსულტაციები დაწყებული გვაქვს და ამ კვირის ბოლოს უკვე იქნება მთავარი ფორმულა, როგორ გავდივართ არჩევნებზე”,- განაცხადა დეკანოიძემ.

ხატია დეკანოიძის თქმით საბოლოო შედეგი ოპოზიციის საერთო კანდიდატი იქნება.

პოპულალურები