დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე მოვლენების კომენტირებისას აღნიშნა, რომ „ისეთი ადამიანები, როგორიც მერაბიშვილი და ხაბეიშვილია, რა თქმა უნდა, მმართველი პარტიისთვის კარგია“.
მისივე თქმით, „ხაბეიშვილის თავმჯდომარეობით „ნაციონალურ მოძრაობას“ მეტეორი მოხვდა, მერაბიშვილის გამოჩენა კი მმართველი პარტიისთვის საჩუქარია“.
„მერაბიშვილის გამოჩენას მხოლოდ მივესალმები. ეს მმართველი პარტიისთვის ძალიან დიდი საჩუქარია. ისეთი ადამიანები, როგორიც მერაბიშვილი და ხაბეიშვილია, რა თქმა უნდა, მხოლოდ კარგია ჩვენთვის. თუ მმართველი პარტია ინატრებდა ოპოზიციაში ასეთი ადამიანების ყოფნას, ეს შესრულებულია და ასრულებული.
ხაბეიშვილის თავმჯდომარეობა მმართველი პარტიისთვის საჩუქარია. ხაბეიშვილის თავმჯდომარეობით მეტეორი მოხვდა „ნაციონალურ მოძრაობას”,- აღნიშნავს კალაძე.