LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე: ხოშტარია რუბლებით სუნთქავს, ზურა-გირჩი კი, ბოდიში და, ჩახდილი დარბოდა – როგორ შეიძლება მათი მხრიდან ბულინგი მიიღო, უნდა იხუმრო, ასეთი რაღაცები გაატარო და გაერთო

164
BeFunky-collage

როგორ შეიძლება მათი მხრიდან ბულინგი მიიღო, უნდა იხუმრო, ასეთი რაღაცები გაატარო და გაერთო, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას იმის შესახებ, რომ „ელენე ხოშტარია და ზურაბ-გირჩი ჯაფარიძე პოლიტიკოსებისა და სხვა ადამიანების მიმართ ბოლო პერიოდში ბულინგის შემცველ განცხადებებს აკეთებენ“.

როგორც კალაძემ განაცხადა, მისთვის აღნიშნული პირების მხრიდან დაბულინგება წარმოუდგენელია.

„არ ვიცი, ზურა-გირჩმა და ელენე ხოშტარიამ როგორ უნდა დაგაბულინგოს, წარმოუდგენელია. ამით უნდა გავერთოთ. მათ რომ პოზიტიურად ისაუბრონ ჩვენზე, პოლიტიკოსებზე, ნორმალურ, პატიოსან ადამიანებზე, ეს უნდა იყოს სირცხვილი და პირიქით – როდესაც ეს მდგომარეობა აქვთ და ასეთ ქმედებებს ახორციელებენ, საამაყო უნდა იყოს.

ელენე ხოშტარია რუბლებით სუნთქავს და ზურა-გირჩი, ბოდიში და, ჩახდილი დარბოდა, როგორ შეიძლება მათი მხრიდან დაბულინგდე, უნდა იხუმრო, ასეთი რაღაცები გაატარო და გაერთო“,- განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები