LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე: „კვარა ჩვენი ნაკრებისთვის დიდი დანაკლისი იქნება.. ჩვენმა ბიჭებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ შეხვედრა წარმატებით ჩაატარონ და გამარჯვება მოვიპოვოთ“

343
Untitled design (3)

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადებას, რომლის თანახმად, 2024 წლის მარტში დაგეგმილი ერთა ლიგის პლეიოფის ნახევარფინალურ მატჩში, ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია ვერ ითამაშებს, თბილისის მერი კახა კალაძე ეხმაურება.

ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, თბილისის მერმა განაცხადა, რომ ეს საქართველოს ნაკრებისთვის დიდი დანაკლისი იქნება, თუმცა მისივე თქმით, ფეხბურთს მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არ თამაშობს:

„ფეხბურთში ყველაფერი ხდება. ამიტომ არის სპორტის ეს სახეობა საინტერესო, რომ ასეთი რაღაცები ხდება.

რა თქმა უნდა, ჩვენი ნაკრებისთვის კვარა დიდი დანაკლისი იქნება, ის არის ლიდერი გუნდში, ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი და მსოფლიო დონის ვარსკვლავია, თუმცა, ფეხბურთს მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არ თამაშობს, მინდორზე 11 კაცი თამაშობს.

მიუხედავად იმისა, რომ კვარა ნაკრებს ვერ დაეხმარება, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, ჩვენმა ბიჭებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ
აღნიშნული შეხვედრა წარმატებით ჩაატარონ და გამარჯვება მოვიპოვოთ.

მინდა, გულწრფელად გამარჯვება ვუსურვო ჩვენს ეროვნულ ნაკრებს და და დარწმუნებული ვარ, შედეგიც იქნება. მართლაც ვიმსახურებთ – კარგ თამაშს ვაჩვენებთ, კარგი გუნდია და მგონია, რომ ყველაფერი კარგად იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისათვის, ნახევარფინალურ მატჩს ხვიჩა კვარაცხელია ყვითელი ბარათების გადამეტებით მიღებული დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g