LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე სააკაშვილის განცხადებაზე: „ქვეყანას ღირსეული პრემიერ-მინისტრი ჰყავს, რაც შეეხება ჩემს მომავალს, 2025 წლამდე ქალაქს, თბილისელებს ვემსახურები“

181
Untitled design (3)

მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომლის თანახმად, „ქართული ოცნება“ თეა წულუკიანს პრეზიდენტის პოსტისთვის ამზადებს, კახა კალაძეს კი პრემიერობისთვის, კახა კალაძე ეხმიანება.

როგორც თბილისის მერმა თქვა, აღნიშნული განცხადება ტყუილია, მისივე თქმით, ქვეყანას „ღირსეული პრემიერ-მინისტრი ჰყავს“.

„ქვეყანას ირაკლი ღარიბაშვილის სახით ღირსეული პრემიერ-მინისტრი ჰყავს, რაც შეეხება ჩემს მომავალს, მე თბილისის მოსახლეობის უმრავლესობამ ამირჩია და 2025 წლამდე ჩემს ქალაქს, თბილისელებს ვემსახურები.

უდიდესი პასუხისმგებლობაა, იყო დედაქალაქის მერი, უამრავი მნიშვნელოვანი რეფორმა და პროექტი გვაქვს დაწყებული, რასაც, რა თქმა უნდა, ბოლომდე მიყვანა სჭირდება.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს ტყუილია. მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილს უფლებამოსილების ვადა დაუსრულდება, ვის შეარჩევს „ქართული ოცნება“, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება. არაფერი იქნება დამალული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისათვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე დღეს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ კულტურის მინისტრ თეა წულუკიანს პრეზიდენტის პოსტისთვის, კახა კალაძეს კი პრემიერ-მინისტრობისთვის ამზადებს.

კალაძე: „თუ სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს, ის იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ ხაზის გამტარებელი“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g