LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე: წყნეთი-კიკეთის საავტომობილო გზა დროებით დავკეტეთ, რომ ტექნიკამ შეუფერხებლად იმუშაოს

379
BeFunky-collage (3)

წყნეთი-კიკეთის საავტომობილო გზა დროებით დავკეტეთ, რომ ტექნიკამ შეუფერხებლად იმუშაოს და გზები გაიწმინდოს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა წყნეთში გზის გაწმენდის სამუშაოების მიმდინარეობისას ისაუბრა.

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, კახა კალაძის თქმით, ტრანსპორტი მხოლოდ ზედა წყნეთის ჩათვლით მოძრაობს, რადგან ზედა წყნეთის შემდეგ უკვე დიდი თოვლი და ქარბუქია.

“წყნეთში გზის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს. უხვი ნალექის გამო, მთელი ღამის განმავლობაში „თბილსერვის ჯგუფი“ არ გაჩერებულა. საკმაოდ დიდი თოვლი მოვიდა წყნეთში, კოჯორში, ტაბახმელაში, კიკეთში. წყნეთიდან კიკეთის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა დროებით გადავკეტეთ, რომ ტექნიკას მუშაობაში ხელი არ შეეშალოს, ყველაფერი გაიწმინდოს და ტექნიკური მარილი თავისუფლად დაიყაროს.

„თბილსერვის ჯგუფი” საგანგებო რეჟიმზე გადავიდა – თბილისის მერია მოუწოდებს მსუბუქი ავტომობილების მძღოლებს, დროებით, აუცილებლობის გარდა, გადაადგილებისგან თავი შეიკავონ

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, მხოლოდ ზედა წყნეთის ჩათვლით მოძრაობს. რადგან ზედა წყნეთის შემდეგ უკვე დიდი თოვლი და ქარბუქია. გუშინ საღამოს რომ დაიწყო თოვა, მთელი ღამე და დღესაც არ გაჩერებულა. 2006 წლიდან წყნეთში ვცხოვრობ და მსგავსი უხვი ნალექი არ მახსოვს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მერიის ყველა სამსახური მობილიზებულია და არამხოლოდ ცენტრალური, არამედ შიდა ქუჩებიც იწმინდება თოვლისგან და ეს პროცესი მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები