LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“კანდიდატი იქნება ღირსეული” – რას ამბობს ტიკარაძე მის შემცვლელზე

154
tikaa

ვინ იქნება ჯანდაცვის სამინისტროს ახალი ხელმძღვანელი – მედიის ამ კითხვაზე ეკატერინე ტიკარაძე კომენტარს არ აკეთებს, თუმცა აცხადებს, რომ ადამიანმა, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობას დაიკავებს, დაწყებული პროგრამები უნდა გააგრძელოს.

“იმ შემთხვევაში, თუ რა თქმა უნდა, მე მექნება ამაზე ინფორმაცია, გავაკეთებ შესაბამის კომენტარს. ნებისმიერ შემთხვევაში, ვთვლი, რომ კანდიდატი იქნება ღირსეული.

მნიშვნელოვანი არის, რომ მისი მხრიდანაც გადადგმული იყოს მშვიდი, დაბალანსებული და თანმიმდევრული ნაბიჯები.

ვინაიდან, ჯანდაცვა უპირველეს ყოვლისა და მით უმეტეს პანდემიის პერიოდში, მოითხოვს თანაბარი და თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგას,” – ამბობს ეკატერინე ტიკარაძე.

ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა 9 დეკემბერს დატოვა. ტიკარაძის თქმით, საქმიანობას „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში გააგრძელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები