LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კანდიდატის სტატუსს ველოდებით, პენსიები გავზარდეთ, ხელფასები და ახლა თემა რა აქვთ? ორბანის პოლიტიკაზე კომენტარი უნდა გავაკეთო“ – ზარქუა ჟურნალისტს

179
ზარქუა და წაქაძე

„ბეჟან ბატონო, ჩვენთან დალაგებულია სიტუაცია, კანდიდატის სტატუსს ველოდებით, პენსიები გავზარდეთ, ხელფასები, ინფრასტრუქტურა მშვენივრადაა და ახლა თემა რა აქვთ? ორბანის პოლიტიკაზე კომენტარი უნდა გავაკეთო“, – ამ განცხადებით „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტის კითხვას უპასუხა და თანაგუნდელ ბეჟან წაქაძეს მიმართა.

კითხვა კი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებას ეხებოდა, რომელმაც ბრიუსელისგან 10 მლრდ ევროზე მეტი თანხის დახმარების პაკეტს ითხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ევროკავშირის გაფართოების პაკეტის დაბლოკვაზე მიანიშნა.

„დასაქმებულთა რაოდენობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია – ეს ჩვენი მთავრობის სწორმა პოლიტიკამ მოიტანა, თორემ წინა ხელისუფლება რომ ყოფილიყო, ქვეყანას მეორედ და საბოლოოდ დააქცევდნენ“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„ორბანიო, უნგრეთის ჯიგარი, მაგარი კაცი რო არის, თავის პოლიტიკაში არის და მაგაზე რა კომენტარს გააკეთებთო, ოპოზიციური არხები გვეუბნებიან“. – მიმართა ირაკლი ზარქუამ მისივე თანაპარტიელ ბეჟან წაქაძეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები