LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კანიე უესტი აშშ-ის პრეზიდენტობას გეგმავს – რეპერს ილონ მასკის მხარდაჭერა უკვე აქვს

164
Rapper Kanye West, left, shakes hands with U.S. President Donald Trump during a meeting in the Oval Office of the White House in Washington, D.C., U.S., on Thursday, Oct. 11, 2018. West, a recording artist and prominent Trump supporter, is at the White House to have lunch with the president and to meet with presidential son-in-law and senior adviser Jared Kushner who has spearheaded the administrations efforts overhaul the criminal justice system. Photographer: Andrew Harrer/Bloomberg

რეპერი კანიე უესტი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს. ამის შესახებ მან “ტვიტერზე” დაწერა.

“ამერიკისადმი ჩვენი ერთგულება ღმერთის რწმენით უნდა გავაცნობიეროთ და გავაერთიანოთ ჩვენი ხედვები მომავლის ასაშენებლად. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად ვიყრი კენჭს!” -წერს რეპერი.

აღნიშნული ტვიტის მიუხედავად, მედია წერს, რომ უცნობია, წარადგინა თუ არა რაიმე სახის ოფიციალური დოკუმენტები რეპერმა და მართლა აპირებს თუ არა ის ბრძოლას ამერიკის პრეზიდენტობისთვის.

აღსანიშნავია, რომ ბევრ შტატში დამოუკიდებელ კანდიდატად რეგისტრაციის ვადა ჯერ არ ამოწურულა.

https://twitter.com/kanyewest/status/1279575273365594112?ref_src=twsrc%5Etfw%7Ctwcamp%5Etweetembed%7Ctwterm%5E1279575273365594112%7Ctwgr%5E&ref_url=https%3A%2F%2Fimedinews.ge%2Fge%2Fmsoflio%2F151972%2Fkanie-uesti-kenchs-vikri-ashshis-prezidentad

 

“ტვიტერზე“ რეპერის განცხადებას მხარდაჭერა გამოუცხადა ილონ მასკმა.

„შენ ჩემი სრული მხარდაჭერა გაქვს“, – დაწერა მან განცხადების პასუხად.

ცნობისთვის, ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც რეპერი საპრეზიდენტო კანდიდატად საკუთარი კანდიდატურის წამოყენებაზე საუბრობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები