მუსიკოსმა კანიე უესტმა, რომელიც ამერიკის პრეზიდენტობისთვის იბრძვის, ამჯერად მორიგი ექსტრავაგანტული ქმედებით გააოცა საზოგადოება. ატლანტაში საეკლესიო მსახურების შემდეგ, მუსიკოსმა სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ის და მისი შვილები წყალზე დგანან. ამით უესტმა წმინდანობაზე პრეტენზიას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი . მომღერალი და მისი შვილები ფოტოზე თეთრი ფერი სამოსში არიან გამოწყობილები.

შეგახსენებთ, რომ ქრისტიანული რელიგიის საფუძვლები კანიე უესტის მთავარი საარჩევნო სტრატეგიაა. მან განაცხადა, რომ მალე ქრისტიანულ სოციალურ ქსელსაც შექმნის, სადაც მორწმუნეებისთვის იქადაგებს კიდეც.

Ad desktop banner Ad mobile banner

მსგავსი თემები