LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კარა დელევინი და ემბერ ჰერდი სტრიპტიზ-კლუბში არ შეუშვეს

134

უწესოდ მოქცევის გამო კარა დელევინი და ემბერ ჰერდი ლონდონის ერთ-ერთ სტრიპტიზ-კლუბში არ შეუშვეს.

კარას და ემბერს სურდათ, ღამე კლუბ SophistiCats-ში გაეტარებინათ, თუმცა დაწესებულებაში შესვლა ვერ მოახერხეს. რატომ უთხრეს ვარსკვლავებს შესვლაზე უარი, კლუბის მფლობელმა საიმონ ლანგერმა ისაუბრა.

„ჩვენ ყველას სიამოვნებით ვმასპინძლობთ, მაგრამ კარა და მისი მეგობრები უზრდელებივით იქცეოდნენ,“ – აღნიშნა ლანგერმა.

მისი თქმით, გოგონებს არ სურდათ მცირე რიგში ჩადგომაც კი, უხეშად გაიჭრნენ წინ და შესასვლელში შეცვივენ, თუმცა იქ სიურპრიზი ელოდათ. ემბერისა და კარას ვარსკვლავური სტატუსის მიუხედავად, დაცვამ შენობაში შესვლის საშუალება არ მისცა და მოუწოდა, რიგი დაეცვათ. ამასთან, გოგონებმა შესასვლელი ბილეთის ყიდვაზეც უარი განაცხადეს (ბილეთი 20 ფუნტი ღირს) და  „ვარსკვლავებისთვის შესაფერისი მოპყრობა“ მოითხოვეს.

„არ იცით მე ვინ ვარ? კარა დელევინი! კარა ვარ, ეს კი ჩემი მეგობარი ემბერი, რომელიც სულ ახლახან გაშორდა ქმარს. შეგვიშვით! ვნახავთ როგორ ცეკვავენ გოგოები და გავერთობით,“ – განუცხადა დაცვას მოდელმა.

თვითმხილველები ამბობენ, რომ კლუბის მომსახურე პერსონალს გოგონებმა უცენზურო ჟესტებითა და ფრაზებით მიმართეს, რის შემდეგაც მათ ტერიტორიის დატოვება მოუხდათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები