LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხაბეიშვილის პასუხი კითხვაზე, რას აკეთებს ნიკა მელიაზე მეტს მიხეილ სააკაშვილისთვის: „ზეაქტიურად ვმუშაობთ“

352
ფორტუნა - 2023-04-05T140044.016

„როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ ძალიან ბევრს ვმუშაობთ. მათ შორის შეგახსენებთ, რომ ფაქტობრივად, ყოველდღიურ რეჟიმში იმართებოდა პრეზიდენტ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციები და ჩვენ უზრუნველვყავით ის, რომ ეს თემა მნიშვნელოვანი ყოფილიყო“, – ასე უპასუხა „ნაციონალურ მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტის შეკითხვას, თუ რას აკეთებს ის ნიკა მელიაზე მეტს მიხეილ სააკაშვილისთვის.

ხაბეიშვილი: „რიკოთის უღელტეხილზე სახიფათო თუ არის გადაადგილება, რატომ ატარებენ ტრაილერებს, ჩვენი ინფორმაციით, არაფერი შეფერხება არ არის, გარდა იმისა, რომ 9 აპრილის ეშინია „რუსულ ოცნებას“

„ფაქტობრივად, ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართა პრეზიდენტ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციები, ეს გაგრძელდება.

9 აპრილს ვიკრიბებით კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით და ყველამ კარგად უნდა გაიგოს, რომ ეს პირდაპირ კავშირშია, მათ შორის პრეზიდენტ სააკაშვილის, ნიკა გვარამიას თავისუფლებასთან.

ქვეყნის გარეთაც ზეაქტიურად ვმუშაობთ, რომელსაც საზოგადოება ხედავს და კონკრეტული რეზოლუციები იქნა მიღებული ევროკავშირის მიერ, კონკრეტული გამოხმაურებები აქვს სააკაშვილის პატიმრობას ქვეყნის გარეთ.

ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ქვეყნის გარეთაც და შიგნითაც. ჩვენ არავის ვეჯიბრებით და არავისთან დატოლებას არ ვაპირებთ“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ვიდეო: „თავმჯდომარე 2 მეტრი იყო, მე მეტრა-ნახევარი ვარ.. დიდი ცვლილებაა” – ხაბეიშვილი კითხვაზე, რა შეიცვალა მისი მოსვლის შემდეგ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g