ნაციონალური მოძრაობის, ახლა უკვე ყოფილი წევრი სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოგზავნის აქვეყნებს.
როგორც პოლიტიკოსი აღნიშნავს, მისი გადაწყვეტილება ბევრმა ადამიანმა მოიწონა.”ხანდახან ცხოვრებას სხვა მხრიდან უნდა შეხედო” – წერს სალომე სამადაშვილი.
“იმდენი გზავნილი და კომენტარი დამხვდა…ყველას ვერ ვუპასუხებ. მიხარია, რომ ამდენმა ადამიანმა მოიწონა ჩემი გადაწყვეტილება. ვინც არა, მომავალში მიხვდება, დარწმუნებული ვარ. გრძელი გზა მაქვს პოლიტიკურ ცხოვრებაში გავლილი (დიპლომატებზე ამბობენ, კარგად ჩაცმული პოლიტიკოსები არიანო:):) არ მახსოვს გადაწყვეტილება, რომელიც მინანია. მარტივია-გააკეთე ის, რაც სწორედ მიგაჩნია და იყავი ის, ვინც ხარ-ყველა სხვა ადგილი დაკავებულია. ეს ფოტოგზავნილი მომეწონა-მართალია, ხანდახან ცხოვრებას სხვა მხრიდან უნდა შეხედო. მივა ეს ქვეყანა ევროპამდე, გრძელი გზით კი მიდის, მაგრამ მაინც. და ძალიან მალე, ნიკა მელია და გიორგი რურუაც ოჯახებს დაუბრუნდებიან. კარგი დღე იყო გუშინ, დღეს უკეთესი იქნება…”- წერს სალომე სამადაშვილი.
სალომე სამადაშვილი, ყველზე დიდი ოპოზიციური პრტიიდან ერთადერთი იყო, ვინც გუშინ შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერა. ამის შემდეგ კი, მან “ნაციონალური მოძრაობიდან” წასვლის გადაწყვეტილება მიიღო.
სალომე სამადაშვილმა შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილ შეთანხმებას ხელი ინდივიდუალურად მოაწერა, რის შემდეგაც პარტიის დატოვება მოუწია