LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხარკოვში განხორციელებული იერიში დაუფარავი ტერორია, ამის შემდეგ რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა: ზელენსკი

178
1

დღეს, ხარკოვის ცენტრალურ მოედანზე განხორციელებულ მორიგ იერიშს უკრაინის პრეზიდენტი მორიგი მიმართვით ეხმიანება.

ზელენსკი: რაკეტებით, ბომბებითა და არტილერიით შეიარაღებული ბოროტება სასწრაფოდ უნდა შეჩერდეს, ეს ადამიანების შეგნებული განადგურება

ზელენსკი აღნიშნავს, რომ დღევანდელი ქმედება დაუფარავი ტერორია, რუსეთი კი ტერორისტული სახელმწიფო:

“ხარკოვის ცენტრალურ მოედანზე განხორციელებული სარაკეტო იერიში აშკარა, დაუფარავი ტერორია. ამის შემდეგ რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა. მათ ამას არავინ აპატიებს და ამას არავინ დაივიწყებს”, – აღნიშნულია გავრცელებულ მიმართვაში.

შეგახსენებთ, დღეს ხარკოვში მძლავრი აფეთქება მოხდა – რუსეთის საოკუპაციო ძალებმა შეტევა ადმინისტრაციულ შენობაზე მიიტანეს.

ბომბი ცენტრალურ, თავისუფლების მოედანზე ჩამოვარდა. ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით აქ:

 

magti 5g