ხაშურში მამაკაცმა ყოფილი ცოლის მოკვლა სცადა. მან ქალს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. დაჭრილი ქალი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის უცნობია.

როგორც “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება 19-108-ე მუხლით დაიყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

მამაკაცი დაკავებული არ არის.

თამთა უთურგაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები