პიანისტი ნიკა ნიკვაშვილი აქვეყნებს ვიდეოს საფრანგეთის დედაქალაქში, პარიზში გამართული ხატია ბუნიათიშვილის კონცერტიდან, სადაც მუსიკოსმა ბეთჰოვენი, როგორც ნიკა წერს, ფენომენალურად შეასრულა.

პიანისტი აუდიტორიამ აპლოდისმენტებისთვის უამრავჯერ შეაბრუნა სცენაზე.

„სრულიად გასაოცარი კონცერტი იყო დღეს! ბეთჰოვენი! ურთულესი პროგრამა,ფენომენალური შესრულებით!!! აუდიტორია არ უშვებს სცენიდან, ათჯერ შემოაბრუნეს,ფეხზე დამდგარი მსმენელი არ იშლებოდა!! გილოცავ ხატია ამ უდიდეს გამარჯვებას!!!! ეს კონცერტი ჩემს მეხსიერებაში დარჩება როგორც ნამდვილი შედევრი!!!!“

მსგავსი თემები