მსოფლიოში ცნობილი პიანისტი, ხატია ბუნიათიშვილი „კარტიეს“ ბრენდამბასადორი გახლავთ და ცნობილი საიუვილერო კომპანიის შესანიშნავ ქმნილებებს სხვადასხვა პრესტიჟულ ღონისძიებაზე ირგებს.
ახლახან ის ვენეციის კინოფესტივალს ესტუმრა, სადაც სწორედ „კარტიეს“ სამკაულები შეუხამა შავ კაბებს.
ერთ-ერთი ასეთი „ლუქი“ მან სასტუმროს ნომრიდან გაგვიზიარა, სადაც შავ კაბაში შთამბეჭდავ დეკოლტეზე მბრწყინავი კოლიე აქვს მორგებული.