LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ხათუნას ძმა… ბექას ბიძა, ნინას ბაბუა..”, “ყველამ მინდა იცოდეს, როგორი ბიძა მყავდა.. ვამაყობ და მუდამ ვიამაყებ შენით” – უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს ოჯახის წევრები ემშვიდობებიან

39209
ბექა ხოფერია

დღეს ცნობილი გახდა, რომ რუსულ აგრესიას უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი ჯარისკაცი, ბახვა ჩიქობავა შეეწირა.  ქართველი მებრძოლი,  19 მარტის დილას ქალაქ მარიუპოლში დაიღუპა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აგვისტოს ომის გმირი უკრაინაში ყირიმის კონფლიქტის დროს წავიდა, სადაც გარდაცვალებამდე ოკუპანტებთან ყველა ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა.

ირკვევა, რომ გარდაცვლილი მებრძოლი პარლამენტის ყოფილი წევრის, ხათუნა ხოფერიას ძმაა.

გარდაცვლილ ბიძაზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს ხათუნა ხოფერიას შვილი, ბექა ხოფერია:

“არ მიყვარს პოსტების წერა, მაგრამ ყველამ მინდა იცოდეს, როგორი ბიძა მყავდა და რომ ყოველთვის ვამაყობდი მისით! პირველი სურათი აგვისტოს ომშია გადაღებული, მაშინ ღმერთმა გვაჩუქა მისი თავი და გადარჩა…

პოლკოვნიკი ბახვა ჩიქობავა, ჩემი გმირი ბიძია მიყვარხარ, ვამაყობ და მუდამ ვიამაყებ შენით, მშვიდობით ბახუ”, – წერს ბექა ხოფერია.

ნინო ორდენიძე: ყველაზე ცხელ წერტილში, მარიუპოლში იბრძოდა! გმირულად, თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაიღუპა ჩემი საამაყო მეგობარი, ბახვა ჩიქობავა

 

 

დაღუპულ ქართველ მებრძოლს სოციალურ ქსელში, მეგობრები და ახლობლები ემშვიდობებიან. მის გარდაცვალებას ეხმიანება ბექა ხოფერიას ყოფილი ცოლი, მომღერალი თიკა ჯამბურია:

“ღმერთო

ხათუნას ძმა … ბექას ბიძა , ნინას ბაბუა ….

დიდება გმირებს

გამისკდება გული ……”, – წერს თიკა ჯამბურია.

“დილით ხუთის ნახევარზე მივწერე.. ვერც ხვდებოდნენ, რანაირ ბიჭზე იყო საუბარი.. მთელი ცხოვრება რუსეთს ებრძოდა” – როგორ ემშვიდობებიან უკრაინაში რუსულ აგრესიას შეწირულ ქართველ მებრძოლს

 

magti 5g