LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხაზარაძე: „აქციები და საერთო პროტესტი! ვიწყებთ კონსულტაციებს ყველასთან, ვისთვისაც ქვეყნის დასავლური მომავალი მნიშვნელოვანია“

134
მამუკა ხაზარაძე

ყოფილ გენერალურ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში ეხმიანება.

საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგა – ეროვნული ბანკი

მამუკა ხაზარაძე აქციებსა და საერთო პროტესტზე საუბრობს და აცხადებს, რომ საქართველოში რუსული მმართველობა არ იქნება:

„აქციები და საერთო პროტესტი!

ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობის ანტიეროვნული ქმედების წინააღმდეგ ერთად ბრძოლაა საჭირო!!!

რუსული კრიმინალური მმართველობა საქართველოში არ იქნება…

ვიწყებთ კონსულტაციებს ყველასთან, ვისთვისაც ქვეყნის დასავლური მომავალი მნიშვნელოვანია!“, – წერს მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში.

 

აქციები და საერთო პროტესტი!
ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობის ანტიეროვნული ქმედების წინააღმდეგ ერთად ბრძოლაა…

Posted by მამუკა ხაზარაძე Mamuka Khazaradze on სამშაბათი, 19 სექტემბერი, 2023

 

„ოლიგარქი ცვლის კანონებსა და სამართლებრივ აქტებს, რომ ყაჩაღი, რეკეტიორი და ფსბ-ს აგენტი დაიცვას“ – ნიკა მელია აქციას აანონსებს

ცნობისათვის, ეროვნულ ბანკში 18 სექტემბერს განაცხადეს, რომ აშშ-ის სანქციების გამო საქართველოს ბანკებში ოთარ ფარცხალაძეს ანგარიშები გაუყინეს.

მოგვიანებით ეროვნულმა ბანკმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგა.

სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ იუსტიციის სამინისტროდან ელოდება ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტაზე დასკვნას, რომელსაც დაუყოვნებლივ დააკმაყოფილებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g