კრემლის პოლიტიკის მხარდამჭერი, ჟურნალისტი თინა კანდელაკი სოციალურ ქსელში ვოლოდიმირ ზელენსკის აფასებს:
„ახლა უკვე გასაგებია, როგორი ფანტასტიკური შანსი იყო რუსეთისთვის, ზელენსკის გამარჯვება არჩევნებზე. ვერც პოროშენკო, ვერც ტიმოშენკო, ვერც მედვედჩუკი და ვერ ერთი „ძველი მგელი“, ვერ მიაღწევდა უკრაინის ასეთ გაუბედურებას. ისინი მოვიდოდნენ, შეგვეხვეწებოდნენ, არგუმენტებს მოიტანდნენ და არ გააღიზიანებდნენ კრემლს ასე. მაგრამ რა ქნა მეოცნებე, მიმნდობმა უკრაინელმა ხალხმა? აირჩია სერიალის გმირი პრეზიდენტად, სინამდვილეში კი აირჩია ნარცისი ნაპოლეონი, რომლის მთელი პოლიტიკა არის აპლოდისმენტები და „ლაიქები“. სწორედ ამ ნაპოლეონჩიკმა მიიყვანა ფრთხილი და კონსერვატორი პუტინი სპეციალურ სამხედრო ოპერაციამდე. ხედავთ, რა დღეში არიან, ზელენსკის სულიერი ძმები, სააკაშვილი და ნავალნი? ახლა მესამე სერიის დროა“ – წერს კანდელაკი.
„რუსეთი მოიგებს და ამას ვერაფერი შეაჩერებს“ – თინა კანდელაკი