LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელისუფლებამ ქვეყანას, სააკაშვილის დაკავებით დიდი განსაცდელი და პროვოკაცია აარიდა: პრემიერი

73
ირაკლი ღარიბაშვილი

პატიმარი სააკაშვილი საქართველოში ჩამოვიდა მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნით, რომ მოეხდინა დესტაბილიზაცია, არეულობა და ძალიან მძიმე პროვოკაცია, – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ ქვეყანას მიხეილ სააკაშვილის დაკავებით დიდი განსაცდელი და პროვოკაცია აარიდა.

„პატიმარი სააკაშვილი საქართველოში ჩამოვიდა მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნით, რომ მოეხდინა დესტაბილიზაცია, არეულობა და ძალიან მძიმე პროვოკაცია, მათ შორის მკვლელობების განხორციელებაც თუ, რა თქმა უნდა, ისე მოხდებოდა როგორც მას ჰქონდა დაგეგმილი. მადლობა ღმერთს ჩვენ ეს დიდი განსაცდელი და პროვოკაცია ავარიდეთ ქვეყანას” – აღნიშნა პრემიერმა

პრემიერ-მინისტრი სასულიერი პირების პოზიციებსა და მოწოდებებსაც გამოეხმაურა.

“ყველას სურვილია, ჩვენი სურვილიცაა, რომ ეს ადამიანები საკუთარ შეცდომებზე, დანაშაულებზე ერთ დღეს დაფიქრდნენ და გაიაზრონ პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის წინაშე“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

პოპულალურები