„ვინც არ უნდა ჩასვან ციხეში, რა რაოდენობითაც არ უნდა ჩაგვსვან, ამ ტალღის გაჩერება უკვე შეუძლებელია” – ეს განცხადება გრიგოლ ვაშაძემ გიგი უგულავას წინააღმდეგ, უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ გააკეთა.”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის თქმით, ეს კიდევ ერთი სტიმულია ოპოზიციისთვის, რომ არჩევნებში ერთიანი ძალებით იბრძოლონ.
“გიგი რომ ციხეში წავა, კიდევ ერთი სტიმული იქნება იმისთვის, რომ ყველა ოპოზიციური პარტია მაგიდასთან დაჯდეს, შეთანხმდნენ ერთობლივ მოქმედებაზე, არ დაუყენონ ერთმანეთს კანდიდატები და ვინც ამას გააკეთებს, ოლიგარქიული რეჟიმის ნაწილი იქნება. აუცილებლად გაგხევთ ნაკერავზე, ვინც არ უნდა ჩასვათ ციხეში“, -განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით კი, იმ მომენტიდან, როდესაც ივანიშვილმა განაცხადა, რომ ბევრი პოლიტიკური ლიდერი ციხეში აღმოჩნდებოდა, ყველასთვის ნათელი იყო, რომ მათ შორის გიგი უგულავაც იქნებოდა.
გიგი უგულავა დამნაშავედ ცნეს – ყოფილ მერს 3 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
გიგი უგულავას გამამტყუვნებელი განაჩენის გამოცხადების შემდეგ, ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლებასთან ოპოზიცია მოლაპარაკებებს წყვეტს.
“არავითარი მე-5, მე-6 რაუნდი, შექმნილ სიტუაციაში, როცა ხელისუფლება აგრძელებს ძალადობას, მოლაპარაკების გაგრძელება ნიშნავს, გავაქეზოთ დიქტატორი ახალი დანაშაულის ჩადენისკენ. წყდება ყველანაირი დიალოგი და გადავდივართ დაუმორჩილებლობაზე”, – თქვა შალვა ნათელაშვილმა.
უგულავა დაპატიმრებამდე შვილს ემშვიდობება: ყველა ნივთი, წიგნი მომზადებულია, თვითონ მივალ ციხეში
"ბრძოლა გრძელდება. მშვიდად, მტკიცედ და ღიმილით,"
გიგი უგულავას 3 წლით და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.
საქალაქო სასამართლომ ორი წლის წინ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი სხვა პირებთან ერთად პარტიული ინტერესებისთვის “თბილისის განვითარების ფონდიდან” დაახლოებით 48 მილიონის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო.