LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელისუფლების მოქმედებებით, ჩვენ დავშორდით და დღითიდღე ვშორდებით ევროკავშირთან ინტეგრაციას: გიგი წერეთელი

34
გიგი წერეთელი

„ხელისუფლებამ არ შეასრულა ვალდებულებები: სექტორული და სასამართლო რეფორმა, ეს ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირმა ამ შემთხვევაში, საქართველოს საყვედური გამოუცხადა, საქართველოს ხელისუფლების მოქმედებებით ჩვენ დავშორდით და დღითიდღე ვშორდებით ევროკავშირთან ინტეგრაციას,“ – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ,  გიგი წერეთელმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც წერეთელმა აღნიშნა, ევროკავშირმა – მისმა წარმომადგენლობამ, ევროპარლამენტარებმა ძალიან მკაფიო განცხადებები გააკეთეს, თუ რატომ არ მიიღო საქართველომ და მისმა ხელისუფლებამ მაკროსაფინანსო დახმარება, რომელიც კოვიდ პანდემიის პირობებში, განკუთვნილი იყო სწორედაც ეკონომიკის სტიმულირებისთვის და თანადგომისთვის.

„იმიტომ, რომ ხელისუფლებამ არ შეასრულა ვალდებულებები: სექტორული და სასამართლო რეფორმა და ზოგადად იმ ვითარებას, რაც დღეს საქართველოშია, ეს ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირმა ამ შემთხვევაში საქართველოს საყვედური გამოუცხადა.

ეს ნიშნავს რომ საქართველოს ხელისუფლების მოქმედებებით, ჩვენ დავშორდით და დღითიდღე ვშორდებით ევროკავშირთან ინტეგრაციას, ასე გაგრძელების შემთხვევაში, საქართველო უფრო და უფრო დაუახლოვდება რუსეთს და შევა მისი გავლენის სფეროში,“ – განაცხადა გიგი წერეთელმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები